ჩვენ შესახებ


uninet.ge  წარმოადგენს უნივერსიტეტთაშორის ქსელს, რომელიც შეიქმნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" [PITA]. პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმის მუშაობას.

ურთიერთთანამშრომლობის ეს ელექტრონული პლატფორმა  საქართველოს იმ უმაღლესი სასწავლებლებისთვის შეიქმნა , რომლებშიც საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე 1+4 პროგრამა ფუნქციონირებს. უნივერსიტეტთაშორის ქსელში შემდეგი უნივერსიტეტები ერთიანდებიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის, ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები.

სამიზნე უნივერსიტეტებისათვის ხელმისაწვდომი პლატფორმა ხელს უწყობს  მათ ერთობლივ მუშაობას როგორც საუნივერსიტეტო, ისე პროგრამულ დონეზე; უზრუნველყოფს მხარეების რეგულარულ შეხვედრებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, როგორც ენის სწავლების მეთოდიკის, ისე პროგრამის ადმინისტრირებისა და სწავლების კომპონენტების კუთხით. ასევე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების მიზნით.



studentnetstudentnetstudentnetstudentnet