Image
სასტიპენდიო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა ლიდერების მხარდასაჭერად

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერა. პროგრამა მიმართულია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, უკრაინასა და მოლდოვაში მიზანსწრაფული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების აღმოჩენისა და მათი ლიდერული უნარების განვითარებისკენ. 

Image
სამუშაო შეხვედრა PITA პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების მონაწილეობით

23-24 მარტს, ბაკურიანში, "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების მონაწილეობით. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა საუნივერსიტეტო ქსელის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარადგინეს 

Image
სამუშაო შეხვედრა საუნივერსიტეტო ქსელის წარმომადგენლებთან

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ბაკურიანში  ჩაატარა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა იმ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლებშიც არაქართულენოვანი სტუდენტები სწავლობენ საშეღავათო პოლიტიკის (კვოტირების სისტემა) ფარგლებში. შეხვედრა შეეხებოდა  მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურალიზმის მართვას უმაღლეს სასწავლებლებში. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა:  

Image
სტაჟირების პროგრამა „ 1+4 პროგრამის"მონაწილეებისათვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით აცხადებს სტაჟირების პროგრამას „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის.  სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება.

Image
„მე ლიდერი“ - ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა კონკურსი

კონკურსი „მე ლიდერი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას ქედის მუნიციპალიტეტში და რეგიონის ახალგაზრდა ინოვატორთა ქსელის ჩამოყალიბებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (IX, X, XI, XII კლასები).

მონაწილეობის მისაღებად:

ნაბიჯი 1. მოამზადე ესსე (1 000 – 1 500 სიტყვა) თემაზე „მე ლიდერი“. გაითვალისწინე:



studentnetstudentnetstudentnetstudentnet