კონკურსი „მე ლიდერი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას ქედის მუნიციპალიტეტში და რეგიონის ახალგაზრდა ინოვატორთა ქსელის ჩამოყალიბებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს (IX, X, XI, XII კლასები).

 მონაწილეობის მისაღებად:

ნაბიჯი 1. მოამზადე ესსე (1 000 – 1 500 სიტყვა) თემაზე „მე ლიდერი“. გაითვალისწინე:

– მიუთითე სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

– ესსეში დაწერე მოკლედ შენს შესახებ;

– რატომ ხარ ლიდერი შენს სკოლაში, სოფელში, ქალაქში, რეგიონში ან ქვეყანაში;

– შენი სამომავლო გეგმების ან იდეების შესახებ რომელთა განხორციელებასაც ისურვებდი;

– იმ შედეგის შესახებ, რომელსაც შენი მიზნების განხორციელება მოუტანდა სკოლას, სოფელს, ქალაქს, რეგიონს ან ქვეყანას.

ნაბიჯი 2. გადაიღე ფოტო, რომელიც ასახავს შენი ცხოვრების წესს ან შენს პიროვნებას (ფოტოს ხარისხი შეზღუდული არ არის)

ნაბიჯი 3. გამოგვიგზავნე ესსე და ფოტო ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან მოიტანე ჩვენთან ოფისში, მისამართზე ტბელ აბუსერიძის ქუჩა 10, დაბა ქედა (დემოკრატიის ინსტიტუტში მდებარე CENN-ის ოფისი). გაითვალისწინე:

– ელექტრონული ვერსიის გამოგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტებს უნდა დაარქვა შენი სახელი და გვარი;

– ელ.ფოსტის გამოგზავნამდე, სათაურის ველში მიუთითე – კონკურსი მე ლიდერი – სახელი და გავრი;

– საკონკურსო განაცხადის ოფისში მოტანის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ სამუშაო საათები – 09:00 – 18:00;

– გაითვალისწინე, განაცხადის ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში არ არის საჭირო იმავე განაცხადის ოფისში მოტანა და პირიქით.

საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალგაზრდა ლიდერთა მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

ყურადღება: შემოსული განასხადების რაოდენობისა და ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლებელია ბანაკი რამდენიმე ნაკადად ჩატარდეს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.

საკონკურსო განაცხადების მიღება მოხდება 1 ნოემბრიდან – 29 დეკემბრის ჩათვლით.

საკონკურსო განაცხადების განხილვის პერიოდი – იანვარი 2018

შერჩეულ ახალგაზრდა ლიდერებთან დაკავშირება – თებერვალი 2018

გადმოწერე პრეზენტაცია  მე ლიდერი

პროექტს “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

წყარო: http://environment.cenn.org

არ ხართ მომხმარებელი? დარეგისტრირდით!

შედით თქვენს ანგარიშზე