უნივერსიტეტთაშორისი ქსელი პროგრამა PITA-ს ("ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა") ფარგლებში შეიქმნა და საქართველოს იმ 12 უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს, რომლებშიც საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე 1+4 პროგრამა (ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებისთვის) ფუნქციონირებს.

 22 მაისს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრში - CCIIR გაიმართა უნივერსიტეტთაშორისი ქსელის მორიგი სამუშაო შეხვედრა, სადაც შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები (ახალი სტანდარტები, დარგობრივი მახასიათებლები, სააკრედიტაციოდ შეტანის ვადები)
2. საბაკალავრო და ქართულ ენაში მომზადების პროგრამებისთვის „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ კურსის შემუშავებისა და დანერგვის საკითხი
3. უნივერსიტეტთაშორისი ქსელის მიერ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით.

არ ხართ მომხმარებელი? დარეგისტრირდით!

შედით თქვენს ანგარიშზე