ეთნიკური უმცირესობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობები და პერსპექტივები

ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობის კვლევა

კვოტირების სისტემის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა განათლების პროგრამების მიხედვით

ლიდერობა და ადმინისტრირება სკოლაში- მნიშვნელოვანი ცნებები, სიტუაციური სავარჯიშოები და სიმულაციები

მეშვიდე გამოცემა

ავტორები: რიჩარდ ა. გორტონი, ჯუდი ა. ალსტონი, პეტრა ი. სნოუდენი

uninet.ge წარმოადგენს უნივერსიტეტთაშორის ქსელს, რომელიც შეიქმნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" [PITA]. პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმის მუშაობას.

ურთიერთთანამშრომლობის ეს ელექტრონული პლატფორმა საქართველოს იმ უმაღლესი სასწავლებლებისთვის შეიქმნა, რომლებშიც საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე 1+4 პროგრამა ფუნქციონირებს. უნივერსიტეტთაშორის ქსელში შემდეგი უნივერსიტეტები ერთიანდებიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, პოლიციის აკადემია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის, ბათუმის, ქუთაისისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები.

სამიზნე უნივერსიტეტებისათვის ხელმისაწვდომი პლატფორმა ხელს უწყობს მათ ერთობლივ მუშაობას როგორც საუნივერსიტეტო, ისე პროგრამულ დონეზე; უზრუნველყოფს მხარეების რეგულარულ შეხვედრებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, როგორც ენის სწავლების მეთოდიკის, ისე პროგრამის ადმინისტრირებისა და სწავლების კომპონენტების კუთხით. ასევე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების მიზნით.

 

არ ხართ მომხმარებელი? დარეგისტრირდით!

შედით თქვენს ანგარიშზე