დასრულდა ტუტორიუმის პროგრამის მე-4 ფაზა! შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც თსუ-ში გაიმართა პროგრამაში მონაწილე ტუტორები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
2018/19 სასწავლო წელს ტუტორიუმის პროგრამაში სულ 33 ტუტორი ჩაერთო, რომლებიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს შეესწავლათ ქართული ენა უკეთესად, განევითარებინათ პრეზენტაციის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები, აემაღლებინათ სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციები, ასევე უკეთ გაცნობოდნენ თბილისის კულტურულ, ლინგვისტურ, სოციალურ და აკადემიურ ცხოვრებას.
ტუტორიუმის პროგრამა, PITA პროგრამის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს თსუ ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე.