სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა პარტნიორი უნივერსიტეტების ქართულ ენაში მომზადების პროგრამების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და აკადემიურ პერსონალთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრების მიზანი საშეღევათო პოლიტიკის კვლევის დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების გაზიარებაა.
განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2010 წლიდან საქართველოში საშეღავათო პოლიტიკა, იგივე კვოტირების სისტემა მოქმედებს, რომელიც საშუალებას აძლევთ ეთნიკურ უმცირესობებს, მიიღონ ქართულ ენაზე განათლება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში.
საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობები მისაღებ გამოცდას აბარებენ ზოგად უნარებში, თავის მშობლიურ ენაზე და შედეგების საფუძველზე ხვდებიან უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტს, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ შეუძლია, აირჩიოს მისთვის სასურველი ფაკულტეტი და სწავლა განაგრძოს საბაკალავრო საფეხურზე.
CCIIR-ი წლების განმავლობაში აკვირდება და სწავლობს საშეღავათო პოლიტიკის განხორციელებას. ბოლოდროინდელ, 2023-2024 წლის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, ცენტრის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრების ფორმატში უნივერსიტეტებთან ერთად განიხილავენ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მიღწევებს პროგრამის გაუმჯობესების მიზნით.
სამუშაო შეხვედრები ჩატარდა „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის, USAID-ის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია პროგრამის ფარგლებში.
დასრულდა ტუტორიუმის პროგრამის მე-4 ფაზა! შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც თსუ-ში გაიმართა პროგრამაში მონაწილე ტუტორები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
დღეს, 16 აპრილს CCIIR-მა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]" ფარგლებში (პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)) დაიწყო ორდღიანი ონლაინ ტრენინგი “პროფესიული განვითარება და კარიერული დაგეგმვა საუნივერსიტეტო სივრცეში“ საუნივერსიტეტო ქსელში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების კარიერული დაგეგმვის ცენტრების წარმომადგენლებისათვის.
28 ივნისს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) კვლევის ანგარიში წარადგინა: "1+4 პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობების კვლევა ზოგადი კონტექსტისა და კონკრეტული მაგალითის ანალიზის საფუძველზე".
www.clil.ge არის ახალი საგანმანათლებლო ვებგვერდი, რომელიც CCIIR-ის მიერ შეიქმნა. ვებგვერდზე განთავსებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში სპეციალურად შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები სკოლამდელი და დაწყებითი საფეხურისთვის. საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნა უამრავი ადამიანის ძალისხმევისა და თანამშრომლობის შედეგად. რესურსები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პროექტში ჩართული საპილოტე სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებებისთვის, თუმცა დღეიდან სრული ელექტრონული პაკეტი ხელმისავწდომია ყველა სკოლისთვის, მასწავლებლისთის, მოსწავლისთვის, მშობლისთვის და ზოგადად დაინტერესებული ადამიანებისთვის. ვებგვერდის ვიზუალი და ფუნქციონალი დახვეწის პროცესშია. ამასთანავე ვებგვერდს დაემატება ახალი რესურსები. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისი(OSCE).
უნივერსიტეტთაშორისი ქსელი პროგრამა PITA-ს ("ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა") ფარგლებში შეიქმნა და საქართველოს იმ 12 უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს, რომლებშიც საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე 1+4 პროგრამა (ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებისთვის) ფუნქციონირებს.
28 თებერვალს PITA-ს პროგრამის ფარგლებში თსუ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის პედაგოგებისათვის ჩატარდა ვორქშოპი სასწავლო პროცესში ელ.რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით. PITA-ს პროგრამის ფარგლებში მომზადდა ელექტრონული სასწავლო კურსები, რომელიც ინტეგრირებულია თსუ-ს მუდლის პლატფორმაზე. ქართულ ენაში მომზადების პროგრამის პედაგოგები გაეცნენ ელ.კურსების სტუქტურას და სასწავლო პროცესში მათი გამოყენების ინსტრუქციას.
თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა Moodle - ის პლატფორმას გამოიყენებს, სადაც ელექტრონული კურსებიც განთავსდება. პლატფორმა საშუალებას აძლევს პროგრამის ლექტორებსა და სტუდენტებს ქართული ენის სწავლა-სწავლების თანამედროვე, მოქნილი ელექტრონული ფორმატი გამოიყენონ, რომელიც სწავლების პროცესის ყველა კომპონენტს მოიცავს: შინაარსი, მეთოდები, შეფასების სისტემა, სასწავლო რესურსები/მასალები და სხვ.
4-5 მარტს CCIIR-მა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]" ფარგლებში (პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)) ჩაატარა ორდღიანი ვორქშოპი „შეფასება და ეფექტური უკუკავშირი უმაღლეს განათლებაში“ საუნივერსიტეტო ქსელში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის.
CCIIR-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ერთობლივი პროგრამა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის" [PITA] ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ლექტორებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის - CCIIR ერთ-ერთი მიმართულება საგანმანათლებლო-პედაგოგიური ხასიათის უახლესი ლიტერატურის თარგმნა და გამოცემაა ქართულ ენაზე. საქართველოს სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ პერსონალს გთავაზობთ სახელმძღვანელოებსა და მონოგრაფიებს,
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ბაკურიანში ჩაატარა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა იმ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლებშიც არაქართულენოვანი სტუდენტები სწავლობენ საშეღავათო პოლიტიკის (კვოტირების სისტემა) ფარგლებში. შეხვედრა შეეხებოდა მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურალიზმის მართვას უმაღლეს სასწავლებლებში.