4-5 მარტს  CCIIR-მა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]" ფარგლებში (პროგრამა დაფინანსებულია  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)) ჩაატარა ორდღიანი ვორქშოპი „შეფასება და ეფექტური უკუკავშირი უმაღლეს განათლებაში“ საუნივერსიტეტო ქსელში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის.    ვორქშოპში მონაწილეობდნენ  გორის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის სახელწიფო უნივერსიტეტებიდან წარმომადგენლები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტისა  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  პროფესორ-მასწავლებლები და  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.   ვორქშოპზე განხილულ იქნა საკითხები, როგორცაა შეფასება, როგორც კრიტიკული რეფლექსიის ინსტრუმენტი, შეფასების სახეები და მახასიათებლები, სტუდენტზე ორიენტრებული უკუკავშირის გამოწვევები, სტუდენტთა თვითშეფასების ხერხები და მასწავლებლის თვითშეფასება, როგორც აკადემიური ზრდის ინსტრუმენტი.  შეხვედრაზე განხილული თემატური საკითხები ორიენტირებული იყო მრავალფეროვან სასწავლო გარემოში სწავლა-სწავლების პროცესზე.  

არ ხართ მომხმარებელი? დარეგისტრირდით!

შედით თქვენს ანგარიშზე