www.clil.ge  არის ახალი საგანმანათლებლო ვებგვერდი, რომელიც CCIIR-ის მიერ შეიქმნა. ვებგვერდზე განთავსებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში სპეციალურად შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები სკოლამდელი და დაწყებითი საფეხურისთვის. საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნა უამრავი ადამიანის ძალისხმევისა და თანამშრომლობის შედეგად. რესურსები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პროექტში ჩართული საპილოტე სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებებისთვის, თუმცა დღეიდან სრული ელექტრონული პაკეტი ხელმისავწდომია ყველა სკოლისთვის, მასწავლებლისთის, მოსწავლისთვის, მშობლისთვის და ზოგადად დაინტერესებული ადამიანებისთვის. ვებგვერდის ვიზუალი და ფუნქციონალი დახვეწის პროცესშია. ამასთანავე ვებგვერდს დაემატება ახალი რესურსები. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისი(OSCE).

არ ხართ მომხმარებელი? დარეგისტრირდით!

შედით თქვენს ანგარიშზე