თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა Moodle - ის პლატფორმას გამოიყენებს, სადაც ელექტრონული კურსებიც განთავსდება. პლატფორმა საშუალებას აძლევს პროგრამის ლექტორებსა და სტუდენტებს ქართული ენის სწავლა-სწავლების თანამედროვე, მოქნილი ელექტრონული ფორმატი გამოიყენონ, რომელიც სწავლების პროცესის ყველა კომპონენტს მოიცავს: შინაარსი, მეთოდები, შეფასების სისტემა, სასწავლო რესურსები/მასალები და სხვ. 

 

პროგრამის წარმომადგენლები პლატფორმის მუშაობის სპეციფიკასა და ინსტრუქციებს გაეცნენ. 

პლატფორმა PITA პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, თსუ-სა და CCIIR-ის ერთობლივი თანამშრომლობით.

 

არ ხართ მომხმარებელი? დარეგისტრირდით!

შედით თქვენს ანგარიშზე