28 თებერვალს PITA-ს პროგრამის ფარგლებში თსუ ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის პედაგოგებისათვის ჩატარდა ვორქშოპი სასწავლო პროცესში ელ.რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით. PITA-ს პროგრამის ფარგლებში მომზადდა ელექტრონული სასწავლო კურსები, რომელიც ინტეგრირებულია თსუ-ს მუდლის პლატფორმაზე. ქართულ ენაში მომზადების პროგრამის პედაგოგები გაეცნენ ელ.კურსების სტუქტურას და სასწავლო პროცესში მათი გამოყენების ინსტრუქციას. აღნიშნული ელ. კურსები, როგორც დამატებითი სასწავლო რესურსი ხელს შეუწყობს ქართული ენის შესწავლის პროცესის გაუმჯობესებას არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის, ხოლო ლექტორებს საშუალებას მისცემს უფრო საინტერესო და ეფექტური გახადონ თავიანთი ლექციები თანამედროვე ტექნოლოგიების და სწავლების განსხვავებული მიდგომების გამოყენებით.
ტრენინგი ჩაატარა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, ელ. კურსების (ანალიტიკური წერა და ფუნქციური წერა) ავტორმა გიული შაბაშვილმა.