CCIIR-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ერთობლივი პროგრამა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის" [PITA] ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ლექტორებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ვინაიდან ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა (1+4 პროგრამა) ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, მნიშვნელოვანია მრავალფეროვნების საკითხების ასახვა პროგრამის ადმინისტრირებაში. სამუშაო შეხვედრა სწორედ ამ მიმართულებით კვლევასა და სწავლებაზე დისკუსიას დაეთმო. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს:

✔️ პროგრამაში ჩართული პერსონალის ხედვები სწავლების გასაუმჯობესებლად

✔️ კვლევის ტიპები და მათი ინტეგრირება სწავლების პროცესში - როგორ შევარჩიოთ საკვლევი საკითხი, რომელიც აკადემიურ ინტერესებსა და პროგრამის პრიორიტეტების ეხმიანება

✔️ სტუდენტები და მათი საჭიროებები (კვლევის მეთოდები)

✔️ აკადემიურ პერსონალს შორის თანამშრომლობა

✔️ ადმინისტრაციული პროცედურები თუ მრავალფეროვნების მართვა

✔️ აკადემიური პერსონალის პრაქტიკის კვლევა (კვლევის დიზაინზე მუშაობა)

სამუშაო შეხვედრა ნათია გორგაძემ, განათლების სპეციალისტმა ჩაატარა, PITA-ს ერთ-ერთი კომპონენტის - პროგრამის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება ფარგლებში.

არ ხართ მომხმარებელი? დარეგისტრირდით!

შედით თქვენს ანგარიშზე