დღეს, 16 აპრილს CCIIR-მა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA]" ფარგლებში (პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)) დაიწყო ორდღიანი ონლაინ ტრენინგი “პროფესიული განვითარება და კარიერული დაგეგმვა საუნივერსიტეტო სივრცეში“ საუნივერსიტეტო ქსელში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების კარიერული დაგეგმვის ცენტრების წარმომადგენლებისათვის. ტრენინგში მონაწილეობდნენ გორის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის სახელწიფო უნივერსიტეტებიდან წარმომადგენლები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლები. ვორქშოპის პირველ დღეს განხილულ იქნა კარიერული დაგეგმვის ცენტრების გამოცდილება, მათი მუშაობის პრინციპები და თავისებურებები. მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიულის მზაობის, საბაზრო მოთხოვნებისა და დამსაქმებლებთან ურთიერთობისას არსებულ გამოწვევებზე, განიხილეს შესაბამის სფეროებში არსებული ქეისები. ონლაინ ტრენინგის პირველმა დღემ ინტერაქტიურად და საინტერესოდ ჩაიარა.
ტრენერი: განათლების სპეციალისტი ნათია გორგაძე