სტიპენდიები და კონკურსები

  • Elene
  • Elene's Avatar თემის ავტორი
მეტი
27 აგვ 2019 17:18 - 27 აგვ 2019 17:18 #1 ავტორი: Elene
გამოცხადებული სტიპენდია დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
"ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი" აცხადებს კონკურსს სტიპენდიებზე დოქტორანტურის გავლის მსურველთათვის შემდეგი მიმართულებებით:

** სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
** ჰუმანიტარული მეცნიერებები;
** ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები;
** ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა;
** ხელოვნური ინტელექტი.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარები, მხარი დაუჭიროს მეცნიერული კვლევის პროცესში და დაეხმაროს მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში.

დაფინანსება: ცენტრის მიერ გაცემული სადოქტორო სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში არ აღემატება 3000 ლარს.
მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.
სტიპენდიის ხანგრძლივობა: მინიმუმ 1, მაქსიმუმ 3 წელი.
2019 წელს დაფინანსდება 10 დოქტორანტი.

სტიპენდიის მოპოვებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - youth.innovative.center@gmail.com.მეილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "სადოქტორო სტიპენდია - სფერო" (თქვენი საკვლევი პრობლემატიკის შესაბამისი სფერო, მაგ: "სადოქტორო სტიპენდია - სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები").
დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მითითებულ ლინკზე:
www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=230961
ბოლო ცვლილება: 27 აგვ 2019 17:18 Elene-ის მიერ

იმისათვის რომ შეუერთდეთ ფორუმს საჭიროა შესვლა or რეგისტრაცია

არ ხართ მომხმარებელი? დარეგისტრირდით!

შედით თქვენს ანგარიშზე